ხაბელაშვილების ხის კოჭებიანი ხიდი
აღნიშნული ხიდი მდებარეობს შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში,ჭვანის წყლის აუზში.ხიდი თავისი ავთენტურობით,მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებითითა და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში.ისტორიული მასალებიდან ირკვევა,რომ ანალოგიური ხიდები აჭარაში მე-20 საუკუნის 60-იან წლებამდე იყო შემორჩენილი.ხიდზე მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალერი ჯიშები:ურთხველა მალებად ბურჯებში,წაბლი ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად,მუხა საყრდენ ბოძებად დაურთხველა გადახურვისას ჭერს ქვეშ..სოფლის მკვიდრთა გადმოცემით ხიდი 300 წლის წინ აუშენებიათ და სოფელ ხაბელაშვილებს აკავშირებდა სოფელ ბარათაულთან,ბრილთან და გომარდულთან.ხიდი აუშენებია გვარად ბერიძეს ხაბელაშვილების მკვიდრს.ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი.იატაკი,მოაჯირი,გადახურვის კოჭები ხისაა.ხიდი ორქანობა სახურავით მთლიან სიგრძეზეა გადახურული.ბოლოებისკენ კი სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება.გადახურვა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოზებს ეყრდნობა,რომლებიც,თავის მხრივ,დახრილად განლაგებული ძელებით არის განლაგებული.აღნიშნული ძელები,იატაკის გაყოლებაზე,ჰორიზონტალურად მოთავსებული კოჭებს არის დაყრდნობილი.გადახურვის დანჭერი ძელები რკალური ფორმისაა.ხიდის სიგრძეა 25მეტრი.სავალი ნაწილის სიგანე 1.20მეტრია.(აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო).