ქართული: თბილისის ისტორიულ უბან ქვემო კალაში, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ეკლესია კლდოვან ფერდობზეა შეყუჟული. იგი 1753 წელს პეტროს ზოჰრაბიანისა და მისი მეუღლის ლალითას სახსრებით აიგო. ეკლესია პატარაა და სახლებს შორის მკვეთრად არ გამოიყოფა. ამიტომ მისი მცირე ზომის ცრუ გუმბათის მწვანე ჭიქური ერთგვარ ,,შუქურად” აღიქმება.
კლდისუბნის კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია, ერთის მხრივ, ბეთლემის ტაძრებს გასცქერის, მეორეს მხრივ კი, ნარიყალას ციხესა და წმ. ნიკოლოზს ეპასუხება. გომის ქუჩიდან მისკენ ქვის კიბე-ქუჩა მიემართება. კიბის ბოლოში კი პატარა ეზო, მყუდრო სავანეა შემოსაზღვრული, რომლის სიღრმეშიც კლდისუბნის წმ. გიორგის ეკლესია კლდეს მერცხლის ბუდესავით ეკვრის.
English: The Church of St. George of Kldisubani, Tbilisi, Georgia.
Көнө
2 октябрь 2010, 18:16
Сығанаҡ
Шәхси эш
Автор
This work is created by George Melashvili. You can redistribute it or modify it under the terms of the terms of Cc-by-sa-3.0 (See below)